1. ხელშეკრულების ძირითადი პირობები.

1.1 მმართველი კომპანია არ არის არცერთი გარიგების ორგანიზატორი, თანამონაწილე, გამყიდველი ან მყიდველი. საიტი არის შუამავალი, რომელიც ეხმარება გამყიდველს და მყიდველს დაუკავშირდნენ ერთმანეთს.

1.2 მმართველი კომპანია უზრუნველყოფს განცხადებების განთავსებას ზუსტად შესაბამის განყოფილებაში, რაც მომხმარებელს ეხმარება უძრავი ქონების ადვილად მოძებნაში.

1.3 მმართველ კომპანიას არ ეკუთვნის საიტზე განთავსებული არცერთი პროდუქტი და არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას მათი რეალური მდგომარეობის შესახებ.

1.4 განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების ხარისხი, უსაფრთხოება, კანონიერება და აღწერასთან შესაბამისობა არ კონტროლირდება მმართველი კომპანიის მიერ.

1.5 საიტზე განთასებული ინფორმაცია ემსახურება მომხმარებლის პროდუქციის რეალიზაციას და კონტაქტის დამყარებას სხვა მომხმარებელთან.

1.6 ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი საიტზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

1.7 საიტზე ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა.

1.8 გამომდინარე 1.7 პუნქტიდან მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს დაკავშირებულს ამ ინფორმაციის გავრცელებასთან.

1.9 საიტზე განთავსებულ ინფორმაციას არ აქვს იურიდიული ძალა, მომხმარებელი ვალდებულია ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე.

2. განცხადების განთავსება

2.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს განცხადება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

2.2 უძრავი ქონების საიტზე განცხადების განთავსებისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია და დაეთანხმოთ www.town.ge საიტით სარგებლობის წესებს.

2.3 საიტზე განცხადების დამატების უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა 18 წლამდე ფიზიკური პირებისა.

2.4 მომხმარებელი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი უძრავი ქონების და შეთანხმების პირობების შესახებ.

2.5 განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების რეალიზაციის უფლება.

2.6 ინდივიდუალური პირისთვის ვებ გერდზე აქტიური განცხადებების ლიმიტი შეადგენს 3 აქტიურ განცხადებას.

2.7 მომხმარებელს შეუძლია განათავსოს განცხადება უძრავი ქონების შესახებ. მათ შორის: ბინების, კერძო სახლების, აგარაკების, კომერციული ფართების, მიწის ნაკვეთებისა და სასტუმროების შესახებ.

 

2.8 განცხადება არ უნდა :

2.8.1 იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.

2.8.2 ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს, ან ნდობით ბოროტად სარგებლობას.

2.8.3 შეიცავდეს ინფორმაციას მოპარული, ან ყალბი პროდუქციის ყიდვა-გაყივდის შესახებ.

2.8.4 ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის პირად უფლებებს.

2.8.5 შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.

2.8.6 შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას.

2.8.7 შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ.

2.8.8 მოუწოდებდეს კრიმანალური ქმედებისაკენ.

2.8.9 უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს.

2.8.10 შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს.

2.8.11 შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას განცხადების ობიეტისგან განსხვავებული ქონების, ნივთისა თუ მომსახურების, ან კომპანიის შესახებ (მათ შორის, აკრძალულია ფასიანი სატელეფონო საინფორმაციო მომსახურების მქონე ტელეფონის ნომრების განცხადებაში ან მომხმარებლის/სააგენტოს პროფილში მითითება).

2.8.12 არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას.

2.9 მომხმარებელს არ შეუძლია გამოიტანოს დასკვნა გარიგების ლეგალურობის შესახებ, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ პროდუქცია განთავსებლია საიტზე.

3.რეგისტრაციის წესები:

3.1 მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები, საკონტაქტო ნომერი, ელექტონული ფოსტის მისამართი, სქესი, მდებარეობა და დაბადების წელი.

3.2 რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.

3.3 მომხმარებლის სახელი და პაროლი უნდა იყოს მის მფლობელობაში არსებული აქტიური ელ. ფოსტის მისამართი, იგი შეიძლება შეიცავდეს ლათინურ სიმბოლოებს (A-Z), ციფრებს (0-9) და სიმბოლოებს.

3.4 აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.

3.5 თუ მომხმარებლის მიერ განცორიციელებული ბოლო ჩარიცხვიდან 1 წლის განმავლობაში არ მოხდა მომხმარებლის მიერ ჩარიცხული თანხის გამოყენება, ბალანსი ნულდება.

"/>
რეკლამის ადგილი №1
რეკლამის ადგილი №2
რეკლამის ადგილი №3
რეკლამის ადგილი №5
რეკლამის ადგილი №8
ონლაინ დახმარება